„60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება

12 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლუბის სამთვიანი მუშაობის შემაჯამებელ საღამოზე ის ნამუშევრები და მუსიკალური ნომრები იქნება წარდგენილი, რომლებიც კლუბის წევრებმა მხატვარ ქეთი მატაბელის, ასევე, მუსიკოს და მსახიობ ია შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს და შეისწავლეს.

„60+ კლუბი - ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. მათ საშუალება ეძლევათ, შეიძინონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავადვე დაგეგმონ და განახორციელონ კლუბის ღონისძიებები, გაიცნონ ახალი ადამიანები.

კლუბის წევრებისთვის სპეციალურად შემუშავებული აქტივობები: გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ხატვისა და სიმღერის გაკვეთილები ტარდება. მსგავსი ტიპის კლუბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წელია არსებობს.

სერვისი - „60+ კლუბი“, გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, დედაქალაქის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მიერ ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო