ფოთში ქარმა მთავარი ნაძვის ხე დააზიანა

ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.

,,ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. დროებით გადაიხურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ასევე, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის“, - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მანქანები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო