ხობის მერი მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველ მოადგილესთან რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურების, "ხობი დასუფთავება და განათებას" და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

დღეს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ბოძები და ხეები. სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია დაითვლის”, - აცხადებენ ხობის მერიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო