ბექა დავითულიანი - „ნაცმოძრაობის“ მომავალი ბუნდოვანია - რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ჩანაწერს, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოისმინო, მიშას საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ: „მთავარია ამაზე, რას ფიქრობს რუსეთი“

ჩანაწერებს, როგორც კომპრომატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფარულ ჩანაწერებს იყენებდა ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო ახლა შიდა არჩევნები აქვთ და ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ.

„მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რომელი ფრთა რომელზე, რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია ის, რომ იმ ოპოზიციურ პარტიაში დღეს არის განხეთქილება და მათ როგორც სჩვევიათ ამ განხეთქილების დროს იყენებენ იმ ინსტრუმენტებს, რომლითაც ყოველთვის ოპერირებდნენ: იწერენ, ავრცელებენ. რომელმა ფრთამაც არ უნდა გაიმარჯვოს, ამ პარტიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ პარტიას ნებისმიერ შემთხვევაში ექნება პრობლემები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ დღის წესრიგს ექნება ნაკლები პრობლემა.

ამ ჩანაწერებს, როგორც კომპრომატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, ეს ფაქტია იმიტომ, რომ ამას იყენებდნენ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა პარტიის შიგნით აქვთ არჩევნები და ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. პრობლემა არაა, გამოიყენონ, რაც უარესი იქნება იქ, უკეთესი იქნება ქვეყანაში, ფორმულაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მთავარი არის ის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ „მთავარია ამაზე რას ფიქრობს რუსეთი“.

„რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, საერთოდ არ მგონია, რომ იქ მთავარია, სააკაშვილი ჩამოვიდეს თუ არა ამაზე რომ მსჯელობენ. მთავარი იქ არის ის, რომ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოისმინო, მიშას საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ: „მთავარია ამაზე, რას ფიქრობს რუსეთი“, მერე არის ფრაზა „როგორც ჩანს, რუსეთს ბიძინა ივანიშვილი აღარ უნდა“. ჩანაწერს რომ მოუსმენ იქ მთავარი რაც იკვეთება არის ის, რომ ესენი აღარ უნდა რუსეთს და მთავარია, მიშას საქართველოში ჩასვლაზე რას ფიქრობს რუსეთი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა