ვიტალი ბალა - უკრაინის ფრონტებზე არსებული ვითარება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და რამდენ იარაღს მიაწვდის უკრაინას აშშ, ბრიტანეთი და ნატოს სხვა ქვეყნები

უკრაინის ფრონტებზე არსებულ სიტუაციაზე, სავარაუდოდ, რატომ ყოვნდება უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ ჩაერთოს ომში, უკრაინა-რუსეთის ომის სავარაუდო შედეგებზე, ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, წელს პირველად გიკავშირდებით, სამწუხაროდ, ჩვენი საუბარი სოლედარსა და ბახმუტთან მიმდინარე საომარი მომდებებით უნდა დავიწყოთ. თქვენი ინფორმაციით ამ დროისთვის რა ვითარებაა სოლედარსა და ბახმუტში?

- სოლედარი ბახმუტის მისადგომებთან მდებარეობს. როგორც ჩანს, პრიგოჟინმა, რომლის დაჯგუფებები ახლა ამ რაიონში იბრძვიან და რომელიც პრეზიდენტ პუტინს დაჰპირდა ბახმუტის დაბრუნებას, ჩათვალა, რომ სოლედარის აღების გარეშე რუსები ბახმუტს ვერ დაიბრუნებენ.

ამიტომაცაა, რომ რუსები ამ მონაკვეთში უპირატესობის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. სოლედარისთვის ბრძოლა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინის ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ. პრიგოჟინის ჯარსიკაცები მეორე დღეა ავრცელებენ ინფორმაცია, რომ მათ დაიკავეს სოლედარი, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

სოლედარისთვის ბრძოლა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინის ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ. პრიგოჟინის ჯარისკაცები მეორე დღეა ავრცელებენ ინფორმაცია, რომ მათ დაიკავეს სოლედარი, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინული ძალები აკონტროლებენ

მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს, არა მგონია უკრაინულმა ძალებმა დატოვონ სოლედარი. აღარ განმეორდება ის, რაც მანამდე მოხდა. ვგულისხმობ უკრაინელების მიერ ბახმუტის ნაწილის დატოვებას.

მართალია, ამ ბრძოლებში უკრაინელი ჯარისკაცებშიც არის მსხვერპლი, მაგრამ, ვიმეორებ, არა მგონია რუსებმა შეძლონ სოლედარზე კონტროლის დაბრუნება.

- უკრაინის ფრონტებზე საომარი მოქმედებების წარმოების პარალელურად რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას.

თუ მანამდე მათი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურა იყო, ახლა გაუგებარია რატომ ბომბავენ რუსები უკრაინის ქალაქებს. თქვენ რა ვერსია გაქვთ?

- რუსები ბომბავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. კარგია, რომ არ იყენებენ ფრთოსან რაკეტებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აკეთებენ ამას, ესეც გასაგებია. დროა მთელმა მსოფლიოს გააცნობიეროს, რომ რუსებს უნდათ უკრაინელების, როგორც ერის განადგურება.

როცა რუსები ამბობენ, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი აზრით ყველა უნდა მოკვდეს. რეალურად ახლა რუსები უკრაინელების გენოციდით არიან დაკავებული.

როცა რუსები ამბობენ, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი აზრით ყველა უნდა მოკვდეს. რეალურად ახლა რუსები უკრაინელების გენოციდით არიან დაკავებული

ახლა რუსები ბომბავენ არა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, არამედ დასახლებულ პუნქტებს, სადაც მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობა ცხოვრობს.

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აშშ-დან და მოკავშირეებიდან იღებს სამხედრო დახმარებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა იმდენ იარაღს არ იღებს, რამდენიც სჭირდება. დახმარება კი იგვიანებს.

კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, რაც შეიძლება სწრაფად მისცენ უკრაინას ტანკები. სავარაუდოდ, რატომ იგვიანებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება?

- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რა თქმა უნდა, აქვს უფლება აკეთოს იმ ტიპის განცხადებები, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება, მაგრამ, სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხები მისი კომპეტენცია არაა. ამ თემაზე თავდაცვის მინისტრი, ან მთავარსარდალი პრეზიდენტი უნდა საუბრობდეს.

რასაც კულება ამბობს, სწორია, კულება ცდილობს ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურები იყვნენ სამხედრო იარაღის მოწოდების საკითხებში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ის თემებია, რომელშიც მასზე ბევრი არაა დამოკიდებული.

- სამხედრო დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის დასუსტებასა და რესურსების ამოწურვის ტაქტიკამ თავისი თავი ამოწურა. ასეა, რადგან პრეზიდენტი პუტინი მზადაა გამარჯვებამდე იბრძოლოს, მას ამისთვის საკმარისად აქვს რესურსები, მათ შორის ადამიანური რესურსები.

მათივე აზრით, უკრაინის მოკავშირეებმა თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები სამხედრო იარაღის უწყვეტად წარმოებაზე უნდა გადაიყვანონ. თქვენი დაკვირვებით, მოიქცევიან კი ასე უკრაინის მოკავშირე-პარტნიორები?

- პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა კარგა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები გადაეყვანათ სამხედრო იარაღის წარმოების უწყვეტ რეჟიმზე. ეს ეხება პირველ რიგში აშშ-სა და ბრიტანეთს.

ჩვენმა მოკავშირეებმა კარგა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები გადაეყვანათ სამხედრო იარაღის წარმოების უწყვეტ რეჟიმზე. ეს ეხება პირველ რიგში აშშ-სა და ბრიტანეთს

ვთვლი, რომ არ შეიძლება რუსეთის შესაძლებლობების იგნორირება. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, მას შეუძლია სამხედრო იარაღის წარმოება. გარდა ამისა, რუსეთი მოსახლეობის მიხედვით უკრაინაზე 3 ჯერ დიდი ქვეყანაა.

გასაგებია, რომ უკრაინა საქართველო არაა, სადაც რუსებს შეეძლოთ ქვეყნის ტერიტორიის სწრაფად დაკავება, მაგრამ, ის რომ მოსახლეობის მიხედვით რუსეთი უკრაინაზე დიდია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ უკრაინის დაპყრობა.

რუსეთის რესურსების გათვალისწინებით წინააღმდეგი ვარ იმ ტიპის მტკიცებების, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. მითუმეტეს, რუსებმა გადაწყვიტეს კიდევ 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება. ამგვარი ვითარება ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არაა.

რაც შეეხება სამხედრო იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას.

ცხადია, რომ უკრაინის ფრონტებზე არსებული ვითარება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და რამდენ იარაღს მიაწვდის უკრაინას სამხედრო იარაღს პირველ რიგში აშშ და ბრიტანეთი. ნატოს წევრი ქვეყნებიც გეხმარებიან რამდენიც შეუძლიათ. უკვე ვიცით, რომ უკრაინას ტანკებს მიაწვდიან პოლონეთი, ბრიტანეთი, გერმანია და ნატოს სხვა ქვეყნები.

- გასულ კვირას „ნიუ-იორკ ტაიმსში“ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერდნენ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და რობერტ გეიტსი.

მათი აზრით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის აგრესიულ ქმედებებზე. ამ მიზნის მისაღწევად აშშ მზად უნდა იყოს რუსეთთან კონფრონტაციისთვის.

თქვენი დაკვირვებით აშშ წავა რუსეთთან კონფრონტაციაზე? ანუ აშშ ჩაერთვება ომში?

- აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, - „ჩვენ არ გვჭირდება, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა იომონ უკრაინა-რუსეთის ომში. მოგვაწოდეთ იარაღი და ჩვენ თავად გავაკეთებთ რაც გასაკეთებელია.“

არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ - ჩემი აზრით, უკრაინას საკმარისად აქვს მოტივაცია და ადამიანური რესურსები, რომ დაიცვან თავისი ქვეყანა.

არ მჯერა, რომ ამერიკელები უკრაინაში იომებენ. რეალისტები უნდა ვიყოთ - ჩემი აზრით, უკრაინას საკმარისად აქვს მოტივაცია და ადამიანური რესურსები, რომ დაიცვან თავისი ქვეყანა

რაც შეეხება იარაღს, იარაღი უნდა მოგვაწოდონ, და ვიმეორებ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა - „დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ“.

- გაქვთ განცდა, რომ უკრაინა აშშ-სგან და მოკავშირეებისგან იმდენ და ისეთ იარაღს მიიღებს, რამდენიც დასჭირდება იმისთვის, რომ რუსებმა დატოვონ უკრაინის ტერიტორია?

- ისინი ამაზე თავად საუბრობენ ღიად და ცალსახად. მაკრონიც კი. ჩემი დაკვირვებით, ვითარება ცოტა სხვაგვარია. ვთვლი, რომ მანამ, სანამ უკრაინა არ გაანადგურებს რუსეთის არმიას, მანამდე უკრაინას ყოველთვის ექნება საფრთხე რუსეთისაგან. ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, უკრაინა რომ გავიდეს იმ საზღვრებამდე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინ იყო.

რუსებს ყოველთვის ექნებათ უკრაინაზე რევანშის სურვილი. უკრაინას უკანდასახევი გზა არ აქვს. უკრაინისთვის, საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის იაპონიისთვის, რომელსაც მსოფლიოში მესამე ეკონომიკა აქვს და წლევანდელ ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები 300 მილიარდი გახადა, ყველაზე კარგი ვარიანტია არა მხოლოდ უკრაინის ომში გამარჯვება, რუსეთის არმიის განადგურება და ამის შემდეგ რუსეთის დაშლა. რუსეთი ისევე უნდა დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

რუსებს ყოველთვის ექნებათ უკრაინაზე რევანშის სურვილი. უკრაინას უკან დასახევი გზა არ აქვს... რუსეთი ისევე უნდა დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა

რუსეთის დაშლის გარეშე, უკრაინას არ ექნება მომავალი, რადგან დაუშლელი რუსეთი უკრაინას მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას არ მისცემს.

- უკრაინასთან ომის წაგების შემთხვევაში რომ რუსეთის მომავალი ბუნდოვანია, როგორც ჩანს, ეს კარგად ესმით კრემლში და ამიტომაცაა, რომ არ იშურებენ ძალებსა და რესურსებს უკრაინასთან საბრძოლველად...

- რა თქმა უნდა, ესმით. იმპერიას არსებობისთვის სჭირდება საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად ქვეყნის გარეთ ომების წარმოება. ჩემი აზრით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი სწორედ ამ მიზეზით დაიწყო.

- თუ მაინც კონდოლიზა რაისისა და რობერტ გეიტსის მოსაზრებებს დავუბრუნდებით, არაა გამორიცხული, მათ მიერ ერთობლივი სტატიის „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნება იმაზე იყო გათვლილი, რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით „რესპუბლიკურ პარტიაში“ წერტილი დაესვათ კამათისათვის თემაზე - უნდა მიაწოდოს თუ არა აშშ-მ უკრაინას სამხედრო ტექნიკა...

- შესაძლოა ასეც იყოს. სხვების მსგავსად, მეც ყურადღებით ვადევნებ თვალს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში პროცესებს.

უკრაინის თემაზე „რესპუბლიკურ პარტიაში“ ტრამპისტების ჯგუფი აქტიურობს. მათი რიცხვი კონგრესში არც ისე დიდია, დაახლოებით 30-მდე არიან. მაგრამ, ვხედავთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ უკრაინის თემის გამო აზრები გაყოფილია.

ექსპრეზიდენტი ტრამპი უკვე აძლევს ჩვენებებს და იმედი მაქვს ის ვერ შეძლებს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არა მარტო მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, არამედ იმის გამო, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ მისი მომხრეები ცოტანი არიან.

- ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ - მე-11 თვეა უკრაინა იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ომის მე-11 თვეს რა არის უკრაინის მთავარი პრობლემა?

- ჩემი აზრით, უკრაინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის სამხედრო დახმარება, რომელსაც ვიღებთ, შევძლოთ ამ დახმარების პროფესიული მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა რეალურად გვაქვს.

უკრაინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის სამხედრო დახმარება, რომელსაც ვიღებთ, შევძლოთ ამ დახმარების პროფესიული მენეჯმენტი

მე ხშირად მაქვს კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ფრონტებზე არიან და ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები ბევრ რამეს გვაწვდიან, ბევრი რამ მათთან არ ხვდება. ეს პირველ რიგში ეხება სამხედრო ფორმებს. მოგეხსენებათ გარეთ ზამთარია, მოკავშირეებმა საკმაოდ კარგი და თბილი ფორმები და ჯავშანჟილეტები გამოგვიგზავნეს, მაგრამ, ისინი წინა ხაზზე ვინცაა, მათთან არ ხვდება.

უკრაინის მოსახლეობის 85%-ზე მეტს სურს აგრესორ რუსეთთან გამარჯვება. უკრაინაში დარჩენილია მოსახლეობის 10%, რომელსაც უნდა ისევ საბჭოთა კავშირში ცხოვრება. ამ ადამიანების უმეტესობა ასაკში შესულები არიან.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს