ქუთაისის მერი - სრულად მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური, რათა დროული დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ მოსახლეობას

სრულად მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური, რათა დროული დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ მოსახლეობას, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელიც მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ქალაქის მერმა მაქსიმალური ჩართულობა მოითხოვა ყველა სამსახურისგან, რათა ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები ოპერატიულად იქნეს მოგვარებული.

"მესამე დღე არის უკვე ძლიერი ქარი გვაქვს ქუთაისში. ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები. სრულად მობილიზებულია როგორც სპეციალური სამსახურები, ასევე მერიის ყველა სამსახური, რათა დროული და ეფექტური დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ მოსახლეობას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. დღეს კიდევ ერთხელ დავავალე ჩვენი სამსახურების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესებში და აქტიურ კავშირზე იყონ მოსახლეობასთან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს