ანა ბუჩუკური - არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“ - ჩამოყალიბდნენ, გიორგი გახარია „კოკაინშიკია“, თუ ამერიკის ან რუსეთის აგენტი

არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას თუ ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“ - ჩამოყალიბდნენ „კოკაინშიკია“ ეს გიორგი გახარია, ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტია. გაავრცელონ რაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ, გიული ალასანია ფიგურირებს და გიორგი გახარიაზეა საუბარი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობისთვის" მსგავსი ჩანაწერების მონტაჟი, " ნაცნობი და ახლოს მყოფი ჟანრია".

„რაც არ უნდა ამონტაჟონ, გაავრცელონ, „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ ვაპირებთ, როგორც აქამდე არ ჩავრთულვართ. გიული ალასანიას ამ ნალაპარაკევზე კომენტარის გაკეთება სერიოზული არ მგონია. არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის". ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ გიული ალასანიას იმაში ვეთანხმები, რომ გიორგი გახარია ნამდვილად მომავლის პოლიტიკოსია. ჩამოყალიბდნენ - „კოკაინშიკია" ეს გიორგი გახარია, ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტია. რაც უნდათ და რამდენჯერაც უნდათ, გაავრცელონ. სამწუხაროდ, ამ ბინძურ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ მონაწილეობა მიიღო „რუსთავი 2"-მა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ის უდიდესი ტყუილი, რომ თითქოს გახარია სააკაშვილს ამერიკაში შეხვდა, რაც ვნახეთ, რომ ტყუილი იყო და ეს დადასტურდა. თუმცა, ეს ტყუილი ამ ტელევიზიამ დაიწყო და „იმედმა" განავრცო. ეს მათი ტრაგედიაა. რაც უნდათ, ის უქნიათ, რაც უნდათ, ის გაავრცელონ. ჩვენი პარტია „ნაც-ქოცურ" ჭაობში ჩართვას არ აპირებს,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა