რატი იონათამიშვილი - „ომის პარტიას“ შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ შეიძლება ბევრს არ ეგონა

"ომის პარტიას“ შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ შეიძლება ბევრს არ ეგონა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

„ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს?

იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე. მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები).

ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“,- წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ამასთან, გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო