შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონდარღვევებში მონაწილეობდნენ

მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში, რაც ვნახეთ და საჯაროდ გაგვაცნო თავად პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იურისტთა ჯგუფს, რომელიც ამ სიაზე იმუშავებს, მიაწოდებს ყველანაირ მტკიცებულებას და თავადაც ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ ჯგუფს არანაირი შეხება არ ექნება პარტიასთან და იქნებიან ის ადვოკატები, ვინც სააკაშვილის საქმეში იღებს მონაწილეობას.

"მთხოვეს იურისტების ჯგუფთან შეხვედრა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება, ჩემი მხრიდან თუ საჭირო იქნება მტკიცებულებები გადავცე და ჩავერთო ამ ჯგუფის მუშაობაში. საუბარი იქნება ავადმყოფობის ისტორიებზე, ფორმა ასზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე, რასაც ეს ჯგუფი მოითხოვს, ჩვენ მტკიცებულებებს მივაწოდებთ.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, იღებდნენ მონაწილეობას კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს, თავად გაგვაცნო საჯაროდ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა. მე ვიცი სააკაშვილის პოზიცია, თუმცა, ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება გვარების გაჟღერების (ვინც სიაში მოხვდება),"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი „სააკაშვილის სიას“ შეეხება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო