ფოთის მერია - შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც უამინდობისგან მიყენებულ ზარალს აღწერს

ფოთში, მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზას ათავისუფლებდნენ და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებებს ატარებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა შესულ შეტყობინებაზე შესაბამის სამსახურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის დიდი ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება და შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს შესაბამისად აღწერს.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც მუშაობას 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ. მოსახლეობას შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს, ან თავიანთ უბანში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოები გაგრძელდება. ხშირია ხეების მოგლეჯის შემთხვევა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, გადაადგილებას მოერიდონ. მადლობა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელს, ვინც შეუჩერებლად აგრძელებს მუშაობას “,-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

„ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის ცხელ ხაზზე: 0(493) 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ)ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს: ცენტრის უბანი -579 75 20 17; მალთაყვის უბანი- 555 57 14 38; კუნძულის უბანი - 551 41 11 02; ნაბადის უბანი- 599 25 41 21”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო