ლანჩხუთში ძლიერი ქარის გამო ერთი მოქალაქე დაშავდა

ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, გრიგოლეთი-სამტრედიის გზაზე მოძრავ ავტომანქანას ხე დაეცა, რომელშიც 35 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა. მისივე თქმით, იგი სხვადასხვა დაზიანებით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. მისივე თქმით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც აქტიურად მუშაობს და აღწერს ზარალს.

„ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავებია გადახდილი. რამდენიმე სავაჭრო ობიექტს დაეცა ხე. მაქსიმალურად გასულია ყველა შესაბამისი ბრიგადა, სამაშველო სამსახური მაქსიმალურად გვეხმარება. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ზარალის დამთვლელი კომისია შექმნილია, აქტიურად მუშაობს და ჩვენც მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს მოსახლეობასთან, რათა დროულად შევისწავლოთ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ