თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური პროგრამები რჩება

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მშობლები და ორსულები 2000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამებით სრულად დაფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, გაიზარდა ძვლის ტვინის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ცნობით, 2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და 33 235 000 ლარს შეადგენს.

„განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო სიახლეები, რომლებიც წელს დაინერგა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. უკვე ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მშობელი და ორსული მიიღებს ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას. არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა როგორც თვალის ბადურას მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლდამოკიდებული, ნარკოდამოკიდებული პირების მიმართ. მიმდინარე წელს გაიზარდა გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან სრულად ფინანსდება ონკოდაავადებების მკურნალობა. მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური პროგრამები რჩება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრძელდება უკვე არსებული პროგრამების განხორციელება და ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები.

„მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.

გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. სრულად ფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა. 2023 წლიდან გაიზარდა სიმსივნური მედიკამენტების ნუსხა და წლიური ლიმიტი, ასევე, თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ოდენობა და კომპიუტერული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევის დაფინანსება.

დაფინანსება იზრდება როგორც ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის, ასევე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიზარდა როგორც ბიუჯეტი, ასევე ბენეფიციართა რაოდენობა. ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა