აჭარის მთავრობა საოჯახო მეურნეობის და სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამების დაფინანსებას იწყებს

აჭარის მთავრობა საოჯახო მეურნეობის და სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამების დაფინანსებას იწყებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსების საკითხი აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

მათივე ცნობით, პროგრამა თებერვლიდან დაიწყება.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერა კვლავაც რჩება პრიორიტეტად.

„სოფლის მეურნეობის 2 მნიშვნელოვანი პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. ეს საგულისხმოა როგორც მდგრადი სასოფლო მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ადგილობრივ დონეზე. ასევე, აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გასულ წელს მოხდა 800-ზე მეტი მცირე საოჯახო მეურნეობის დაფინანსება და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვანი სახსრებია გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არაერთი ფერმერი ისარგებლებს აღნიშნული პროექტებით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში 2 მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება: სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

„2022 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 13 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. 2022 წელს ასევე განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 800-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.

აღნიშნული პროექტები 2023 წელსაც განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. პროექტებზე განაცხადების მიღება თებერვლის თვიდან დაიწყება.

აჭარაში ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 800 000 ლარის ოდენობის სუბსიდირება უკვე გაცემულია. ციტრუსის სეზონი რეგიონში 1-ელ თებერვლამდე გრძელდება. შესაბამისად, გაიზრდება სუბსიდირების მოცულობაც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024