შალვა ხაჭაპურიძე - ექსპერტიზის გარეშე დაიწყო ჩანაწერების ფრიალი - უამრავი ნაგავი წამოვა ხალხო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მეტადონის პროგრამაშია ჩართული.

როგორც ის აღნიშნავს, განცხადება სააკაშვილის მეტადონის პროგრამაში ჩართვაზე, სისულელეა.

გარდა ამისა, მან მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის გარეშე ჩანაწერების ფრიალი არასერიოზულია.

ექსპერტიზის გარეშე დაიწყო ჩანაწერების ფრიალი. 21-ე საუკუნეში, არასერიოზულად მიმაჩნია. უამრავი ნაგავი წამოვა ხალხო. გუშინ სასამართლო პროცესი დამთავრდა 100-0, ჩვენს სასარგებლოდ. გულაშვილს გაუკეთებია განცხადება, მეტადონის პროგრამაზე მიმართა სააკაშვილმაო. წარმოუდგენელი რაღაცები მესმის! ეს არის სისულელე, ავადმყოფობის ისტორია ვიცი, 4000 გვერდიან ისტორიაზე ვიცი მძიმე სადაა დასმული",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო