შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის საელჩოში შეხვედრაზე - დაინტერესდნენ, დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, რა რესურსი აქვს სააკაშვილს, ასევე დაინტერესდნენ „მაგნიტსკის სიით", პროცედურებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე, უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზელენსკის პოზიცია განახორციელონ, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ ჩაიტაროს მკურნალობის ადეკვატური კურსი.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უკრაინული მხარე დაინტერესდა იმ სახელმწიფოების შესახებ, რომელსაც შესაძლოა, ანგარიში გაუწიოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად.

„დაინტერესდნენ, დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, რა რესურსი აქვს სააკაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ზელენსკის პოზიცია, რაც ოფიციალურად გააჟღერა განვახორციელოთო, ამ ადამიანს შეეძლოს საზღვარგარეთ ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობაო. ასევე, დაინტერესდნენ „მაგნიტსკის სიით", პროცედურებით.

ისინი დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი პირადად მე, კერძოდ, რომელი სახელმწიფოები იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებსაც ანგარიშს გაუწევს საქართველოს მთავრობა, იმისთვის, რომ ჩაერიონ ეს სახელმწიფო ლიდერები, რათა სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მოლაპარაკებების შედეგად.

მე დავასახელე საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, თურქეთი და ასე შემდეგ. თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური გზებით და კანონის ფარგლებში.

ასევე დაინტერესდნენ, აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლება, აუხსენი, რომ კი, აქვს",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო