გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა - საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა და აქვს

სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა - საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა და აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის, როგორც აგენტის საქართველოში ჩამოყვანა ორგანიზებული იყო და ამაში შეიძლება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები იყო ჩართული.

"გიული ალასანია თავადაც არ უარყოფს, რომ უკრაინაში იყო ჩასული. მგონი, არასერიოზულია ნახევარი ჩანაწერის უარყოფა. გამოდის, რომ ჩანაწერი ავთენტურია, რადგან გიული ალასანია ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასული იყო, რათა გადაერწმუნებინა სააკაშვილი, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო.

რატომ უნდა გადაერწმუნებინა? - ეს არის მტკიცება იმის, რომ სამწუხაროდ, დაგეგმილი იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, არეულობის მოწყობა და ა.შ. ჩანაწერში მნიშვნელოვანი ფრაზაა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ფაქტორი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პატიმარ სააკაშვილს ციხეში მოხვედრამდე რუსეთთან კავშირი ჰქონდა.

სააკაშვილის, როგორც აგენტის საქართველოში ჩამოყვანა იყო ორგანიზებული და ამაში შეიძლება ჩართული იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და ა.შ. - ერთი მეორეს არ გამორიცხავს. სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო თუ არა, როგორც სჭირდებოდა, იმის და მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებებს თავისი სუბიექტური პოზიციებიდან გამომდინარე - რომელ ქვეყანასთან როგორი ურთიერთობა აწყობდა. ეს დადასტურდა სწორედ ამ ჩანაწერებით. ვერ გეტყვით, რუსეთთან სააკაშვილს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული თუ ზეპირი შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახის წევრმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. პირდაპირ ამბობს" - მნიშვნელოვანია, რუსები საქართველოში სააკაშვილის ჩასვლაზე რას იტყვიანო", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო