სენაკში, მიკროავტობუსზე ქარისგან მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად დაშავებული 3 პირიდან ორი ქუთაისში გადაჰყავთ

სენაკში, მიკროავტობუსზე ქარისგან მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად დაშავებული 3 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მკურნალობისთვის ქუთაისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ. კლინიკა „არქიმედეს“ სამედიცინო დირექტორის, მარეხ ადანაიას თქმით, პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, სახის და ქვედა კიდურების ძვლების მოტეხილობები აღენიშნებათ.

მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ქარმა ხე წააქცია და მიკროავტობუსს დაეცა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო