დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

თუმცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი.

მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც.

„სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში - ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. იმერეთში - ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის, ასევე, გურიაში, ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს. შეზღუდვები სხვა რაიონებშიც ფიქსირდება, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ყველაზე რთული მდგომარეობაა.

დაზიანების ადგილებში შესულები არიან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ართულებს, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს”,- აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო