ფოთის მერი - ძლიერი ქარის შედეგად, 33 კორპუსი, 121 სახლი, 4 სკოლა და 3 ბაღი დაზიანდა

ფოთის მუნიციპალიტეტი მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვის. როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი , 4 სკოლა 3 ბაღი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. ძლიერი ქარი ამ დრომდე ნარჩუნდება.

„მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარდა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა. ამ დროისთვის, ქალაქში სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. შესაბამისი უწყების ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებენ მონიტორინგს. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო