ზაზა ბიბილაშვილი - ინერციით გვგონია, რომ ისევ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ჩვენ ფუნდამენტურად სხვა ტიპის სახელმწიფოში ვართ - ქვეყანაში სრულმასშტაბიანი პრორუსული კამპანია მიდის

ინერციით გვგონია, რომ ისევ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ჩვენ ფუნდამენტურად სხვა ტიპის სახელმწიფოში ვართ - ქვეყანაში სრულმასშტაბიანი პრორუსული კამპანია მიდის, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ხალხის ძალის“ მეშვეობით კარტები თითქმის ბოლომდე გახსნა.

„ვწუხვარ, რომ ეს ფლანგი [„ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან ხშირად ამართლებს იმას, რასაც წლების განმავლობაში „ქოცხელისუფლება“ ამბობს. ვისურვებდი, რომ შიდაპარტიული თემა არ გამოიხატებოდეს, არ ითარგმნებოდეს მსგავს ფაქტებში, როდესაც ერთმანეთის გაშავების მიზნით ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებენ „ქოცურ კლიშეებს“.

„ოცნებაზე“ გადავალ და ვინაიდან შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთმა მკვლევარმა გიორგი ხარებავამ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, რომელიც არავის არ აურჩევია. პირდაპირ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი გვყავს ადამიანი, რომელიც ბოლოს არჩევნებში მონაწილეობდა 10 წლის წინ, ის ორჯერ იყო პრემიერი ისე, რომ ვიღაც მდიდარმა ადამიანმა თქვა, რომ ეს ბიჭი მინდა აქ დაჯდეს და საქმე მიკეთესო - არის ფიგურა, რომელსაც არავითარი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, ნულოვანი პოლიტიკური წონა აქვს, ის არასდროს არავის არ აურჩევია და ასეთი ადამიანი ფორმალურად არის პრემიერის თანამდებობაზე. შესაბამისად, ამის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ოპოზიციაში რა ვითარებაა. იმაზე ვთანხმდებით, რომ ამ პოზიციაში ძალიან მძიმე ვითარებაა და მნიშვნელოვანწილად ამას სუბიექტური მიზეზები აქვს, რადგან ერთია რას აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ მეორეა რას ვუპირისპირებთ ამას.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით სულ სხვა სახელმწიფოში, ინერციით გვგონია, რომ ისევ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს და ჩვენ თუ ხედვას შევთავაზებთ ადამიანებს და ისინი ხმას თუ მოგვცემენ მერე რაღაც შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ფუნდამენტურად სხვა ტიპის სახელმწიფოში ვართ. ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ხალხის ძალის“ მეშვეობით კარტები თითქმის ბოლომდე გახსნა. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი პრორუსული კამპანია მიდის. იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაგვიწესა 12 რეკომენდაცია და ამის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ღარიბაშვილი ხან არაბეთშია, ხან შუა აზიაში, ახლა სომხეთში იმყოფება და ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც ჩასვლა გაბედა ევროპის ფონზე იყო კეთროვანი ურბანის რეჟიმი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო