მარნეულში ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, ეკლესიის მრევლმა და მოქალაქეებმა.

„ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცათ, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო