მარნეულში USAID-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში USAID-ის საგრანტო, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს.

სამუშაო შეხვედრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა