მიხეილ დაუშვილი - სჯობს, „ოცნება“ ჩამოყალიბდეს, გიორგი გახარია „კოკაინშიკია“, ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტი

სჯობს, „ოცნება“ ჩამოყალიბდეს, გიორგი გახარია „კოკაინშიკია“ ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტი - როგორც ჩანს, „ოცნებას“ ქალბატონი გიული ალასანია დასჭირდა იმისთვის, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ, რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სახელით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

დაუშვილის შეფასებით, აღნიშნულ ჩანაწერს არავითარი შინაარსობრივი ღირებულება არ გააჩნია.

„ფარული ჩანაწერებით სირბილი ორივე მხარის ხელწერაა - ვიცოდით, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელწერაც გახდა.

ძნელია სერიოზულად შეხედო და შეაფასო აღნიშნული ჩანაწერი და მის შინაარსი", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო