5 მიზეზი თუ რატომ უნდა გამოემგზავროთ თქვენი ჯანმრთელობისათვის ACIBADEM-ში

ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ბევრი პაციენტი სამკურნალოდ თურქეთში მოემგზავრება და Acıbadem Healthcare Group-ის ირჩევს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიითა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისი ექსპერტთა გუნდებით ემსახურება პაციენტებს.

Acıbadem-ი თურქეთში არსებული უმსხვილესი ჯანდაცვის ჯგუფია, რომელიც 1992 წლიდან ფუნქციონირებს. ჯგუფი მოიცავს 24 ზოგადი პროფილის საავადმყოფოს, უნივერსიტეტს, სამეციდინო ცენტრებს, 14 ამბულატორიულ კლინიკას, სხვადასხვა ლაბორატორიასა და დამხმარე მომსახურების გამწევ კომპანიებს. 2012 წლიდან Acıbadem-ისა და IHH Healthcare-ის თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ჯანდაცვის ქსელის ნაწილი გავმხდარიყავით. აღნიშნული ქსელი 5 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს.

ჯანდაცვის ეკოსისტემა

Acıbadem Healthcare Group-ი „360 გრადუსიან“ მომსახურებას ჯანდაცვის ყველა მიმართულებით უზრუნველყოფს. თავისი დამხმარე ინსტიტუტების, უნივერსიტეტის, ლაბორატორიებისა და დამხმარე მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მეშვეობით გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით ინტეგრირებულ ჯანდაცვის სპეციალური ეკოსისტემის მოდელს.

Acıbadem-ის უნივერსიტეტი სამედიცინო სტუდენტებს მომავალ ჯანდაცვის პროფესიონალებად ამზადებს, ჩვენი უკვე გამოცდილი ჯანდაცვის პროფესიონალები კი დამხმარე ინსტიტუტებში პაციენტების მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. Acıbadem-ის ლაბორატორიებია: Labmed (ცენტრალური კლინიკური ლაბორატორია), Labgen (გენეტიკური დიაგნოსტიკა), Labvital (საკვების კონტროლის ლაბორატორია), LabCell (უჯრედული თერაპიის ლაბორატორია). Acıbadem Technology ავითარებს და აუმჯობესებს შიდა პროგრამებს, მათ შორის „საავადმყოფოს საინფორმაციო სისტემას“. APlus საავადმყოფოების ჰიგიენისა და კვების მოთხოვნებზე ზრუნავს. Acıbadem Mobile გთავაზობთ სასწრაფო და სახლში მოვლის მომსახურებას საავადმყოფოების გარეთ.

გამოცდილი გუნდი

რამდენად ეფექტიანი იქნება მკურნალობა დამოკიდებულია შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სწორ დიაგნოსტირებაზე. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ჩვენი სპეციალისტები თანამშრომლობენ, რათა მოისმინონ თქვენი ისტორია, ყველა კუთხიდან შეაფასონ თქვენი მდგომარეობა და ჩამოაყალიბონ დიაგნოზი და ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული სამკურნალო დანიშნულება.

დაავადების სირთულის, კომპლექსურობის ან იშვიათობის მიუხედავად, დარწმუნებული იყავით, რომ Acıbadem-ის ექსპერტები თქვენი მსგავსი პრობლემის მკურნალობაში მდიდარ გამოცდილებას ფლობენ.

უახლესი ტექნოლოგიები

უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადების ეფექტიანი მკურნალობის მაჩვენებელს ზრდის, არამედ პროცესის ეფექტურობას აუმჯობესებს ასევე ექიმებისა და ქირურგიებისათვისაც.

პაციენტების დიაგნოსტირებისათვის და შემდგომ მკურნალობისას ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლად Acıbadem Healthcare Group-ი ფლობს უახლეს ტექნიკურ აპარატურას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის უახლესი მეთოდებით გამოსახულების გაშუქებას ყველა დაავადების, განსაკუთრებით კი სიმსივნის შემთხვევაში და სამკურნალოდ გამოსაყენებლ უმაღლესი დონის მგრძნობელობის მქონე რობოტული ქირურგიის მოწყობილობებს. Acıbadem-ი ამჟამად მოიცავს 11 ონკოლოგიურ ცენტრს (ქურურგია, რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია) და 6 რობოტული ქირურგიის ცენტრს.

მულტიდისციპლინური მიდგომა

მულტი დისციპლინური მიდგომაა, როდესაც სხვადასხვა სფეროს ჯანდაცვის პროფესიონალთა ჯგუფი იკრიბება პაციენტის მდგომარეობის განსახილველად. ამ ყოვლისმომცველი განხილვის მიზანია შეაფასოს, თუ როგორ უნდა მოევლოს პაციენტს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების დროს.

პაციენტების საჭიროების შესაბამისად, Acıbadem-ის ფართო სპეციალიზაციისა და დიდი გამოცდილების მქონე ჯანდაცვის პროფესიონალები ერთმანეთში აზრებს უყოყმანოდ ცვლიან. ყველა დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს. შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ჯანდაცვის პროფესიონალები ერთობლივად არჩევენ პაციენტისათვის საუკეთესო პროცედურასა და გეგმავენ განმეორებით ვიზიტს.

ყველა მომსახურება ერთად

ყველა პაციენტის სიმშვიდისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასეთი მოთხოვნის პირველივე დღიდან სამშობლოში მათ დაბრუნებამდე, უცხოელი პაციენტების ცენტრი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობს. სამკურნალოდ თურქეთში ჩამოსვლისას უცხოელი პაციენტები სამგზავრო და სამკურნალო გეგმას Acıbadem-ის უცხოელი პაციენტების ოფისიდან მარტივად მიიღებენ. ჩვენს Health Point Office-ში უცხოელ პაციენტებს თურქეთში აეროპორტში ჩამოსვლისთანავე თბილად მიიღებენ. ჩვენი პაციენტები ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებით პირდაპირ გაემართებიან თავიანთ სასტუმროებში ან საავადმყოფოებში. საავადმყოფოებში ჩვენს Health Point desks- თან, ჩვენს პაციენტებს შეხევდებიან თარჯიმნები, რომლებიც მკურნალობის მთელი პროცესიის განმავლობაში 20 სხვადასხვა ენაზე აღმოუჩენენ მათ მხარდაჭერას. როგორც ლიდერი ჯანდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს მდგრადობასა და გამჭვირვალობაზე, Acıbadem-ი აკრედიტებულია ერთობლივი საერთაშორისო კომისიის (JCI) მიერ, რომელიც თავის მხრივ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ჯანდაცვითი მომსახურების სფეროში ხარისხის სტანდარტებს ადგენს.

ჩვენ ვსაუბრობთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების გაუმჯობესებაზე, ჩვენი პაციენტების, პაციენტზე მზრუნველებისა და გლობალური აქტორების საჭიროებებიდან გამომდინარე. მუდმივად ვთანამშრომლობთ ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან, რათა გავაუმჯობესოთ საზოგადო ჯანმრთელობა და გარემოსდაცვითი მდგომარეობა.

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500

გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა