ზვიად შალამბერიძე - ძლიერი ქარის გამო გთხოვთ დღეს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი.

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას უწევენ. ასევე, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას აწარმოებენ. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტი და სხვა.

„მეოთხე დღეა გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. დღეისათვის ჩვენ, სამწუხაროდ 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული რეგიონის მასშტაბით. ამ ეტაპზე არ მიეწოდება 150-მდე სოფელს ელექტროენერგია, გვაქვს პრობლემები გაზის და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა 24 საათის განმავლობაში, როგორც აქამდე ახლაც მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები პრობლემების აღმოფხვრაზე და რაც შესაძლებელია მოკლე დროში ვახორციელებთ ყველა სახის სამუშაოებს.

აქვე, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის საშიშროება, რომ წარმოიქმნეს ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“, - ზვიად შალამბერიძე.

რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი