რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარს რეაბილიტაცია უტარდება.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან, „რუსთავის წყლის“, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „სოკარის“, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, გარე განათება და მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტი 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტს შეადგენს და ძალიან მალე ეს ტერიტორია იქნება კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა მილსადენი და დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტები, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კი ძირითად სამუშაოები უკვე შეასრულა. აღნიშნულ ქუჩებზე კომპანია „სოკარი“ მთლიანად განაახლებს გაზსადენის ქსელს.

მათივე ინფორმაციით, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო