გია ცაგარეიშვილი -  ობიექტური ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ქალბატონმა ალასანიამ ერთი ხელის მოსმით დაადასტურა - თურმე მიშიკოს საქართველოში ჩამოსვლაზე რუსეთის ფედერაციას და პუტინს უნდა ედარდა

ობიექტური ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ქალბატონმა ალასანიამ ერთი ხელის მოსმით დაადასტურა - თურმე მიშიკოს საქართველოში ჩამოსვლაზე რუსეთის ფედერაციას და პუტინს უნდა ედარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, „ეს კაცი ამ ქვეყნის მტრად არის მოკიდებული და როგორ აგენტობს, მიაქვს და მოაქვს უბედურება პატიმარ სააკაშვილს, შეუძლია ამაზე დიდხანს ისაუბროს”.

„არაფერია განსაცვიფრებელი იმაში, რაც ჩვენ მოვისმინეთ. სიტყვები და მოსაზრებები, რასაც ქალბატონი ალასანია ქადაგებს ცნობილი იყო მისგან, მისი ძმისგან. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში ამგვარი მოსაზრებები ხშირად მოდიოდა. არ ვიცი, ვინ რა, რა ფორმით ჩაწერა და გაავრცელა. საზოგადოებამ იხილა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ თურმე მიშიკოს საქართველოში ჩამოსვლაზე რუსეთის ფედერაციას და პუტინს უნდა ედარდა, თურმე ერთ-ერთი არხის წამყვანი ჟურნალისტი რუსეთის ფედერაციიდან იღებდა ჩანაწერებს, რასაც არხი ბეჯითად აქვეყნებდა. ობიექტური ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამ ქალბატონმა ერთი ხელის მოსმით დაადასტურა - ახლა უნდათ ამ ჩანაწერის ავთენტურობა შეამოწმონ, უნდათ ნუ შეამოწმებენ, უნდა ჩანაწერის სამართლებრივ ბუნებაზე იდარდონ - თუ ვინ და რანაირად ჩაიწერა - შეუძლიათ ყველაფერი გაარკვიონ, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართონ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო