11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, დღეიდან მათ ყველა ამომრჩეველსა და მხარდამჭერს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დღეიდან მათ ყველა ამომრჩეველსა და მხარდამჭერს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირდეს.

როგორც ფარულავა აღნიშნავს, გარკვეულწილად „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულობის ტესტს ატარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ამომრჩეველს, მხარდამჭერს, გულშემატკივარს, დღეიდან შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირდეს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, 28 იანვრიდან ხმა მისცეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს, მეტ ენერგიას და მოძრაობას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს მოუტანს და საქართველოს კეთილსინდისიერ ადამიანებს შეუქმნის იმ ელემენტარულ, მნიშვნელოვან, სოციალურ პირობებს, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია. რაც შეეხება ფარულობას, რა თქმა უნდა, კომისია კონსენსუსის საფუძველზე იღებს ყველა გადაწყვეტილებას, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით, ამიტომაც შევარჩიეთ ინოვაციური, ციფრული, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ინოვაციურია და ეს არის რეალურად საარჩევნო რეფორმაც, გარკვეულწილად „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულობის ტესტს ატარებს მიუხედავად უამრავი გამოწვევისა. ამისკენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვიანიდან ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მოქალაქეთა ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს.

ბლოკჩეინის სისტემა და ციფრული ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა, რომ ამ ტიპით ჩავატაროთ არჩევნები და ქვეყანაში ადამიანებს განწყობა, ნდობა შევუქმნათ არჩევნების მიმართ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადადგა ეს ნაბიჯი, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგია აირჩია შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე ეროვნულ დონეზეც იმუშავებს“, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. პარტიის ოფისში საარჩევნო კომისიის წევრები კონსულტაციას მართავენ, სადაც განიხილავენ არჩევნებთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებს, თუ ვინ შეძლებს ხმის მიცემას და როგორ იქნება შესაძლებელი ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, 13 იანვარს დაიწყო, 26 იანვარს დასრულდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია