სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL - მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება, თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო