ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია. ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებს უკიდია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ბუთხუზ ხორავამ განუცხადა, ტერიტორია, სადაც ხანძარია, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და საჭიროების შემთხვევაში მათი დამატება მოხდება.

„ტერიტორია, სადაც ცეცხლია გავრცელებული, დაჭაობებულია და სახანძრო-სამაშველო-ბრიგადა შიგნით ვერ ახერხებს შესვლას. იმ შემთხვევაში თუ ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მოუახლოვდება საჭირო ღონისძიება გატარდება. აქ ნავთობტერმინალი მდებარეობს და როგორც მაქვს ინფორმაცია, იქაც მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები“, - აღნიშნა ბუთხუზ ხორავამ.