სახელმწიფო რწმუნებული - სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის პირველადი მონაცემები ცნობილია

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან და პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ძლიერმა ქარმა 1100-მდე საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა.

„ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშვო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტროენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.

დარჩენილ სოფლებს კი ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება. მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო