შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს - საკუთარ სიცოცხლეს!”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს - საკუთარ სიცოცხლეს, რადგან მომავალმა თაობებმა ამაყად აღმართონ და დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს უმთავრესი სიმბოლო! სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაე, ხუთჯვრიან დროშას ამაყად ეფრიალოს გაერთიანებულ საქართველოში!” - წერს პაპუაშვილი.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება