გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონში გაზმომარაგება აღდგენილია, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ლანჩხუთის მცირე ნაწილს იგი კვლავ არ მიეწოდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები პრობლემის მოგვარების მიზნით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

რეგიონში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია ხეები, სახურავის გარეშეა დარჩენილი კერძო სახლები, კორპუსები და სხვა შენობები. სამივე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გრძელდება სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ზარალი მიადგა გურიის რეგიონს. ამას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს”, - განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო