სალომე ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას

მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის მიუღებელი დემონსტრირება, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.

“ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელს უკრაინაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025