რუსი ჟურნალისტის სტატია სრული სიყალბე და ჭორაობაა. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო! საბაჟო გამშვები პუნქტები პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ წერს.
როგორც გვერდის მიერ არის აღნიშნული, რუსი ჟურნალისტის ჭორაობას კოორდინირებულად ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებადი მედია, რომლებმაც მყისვე აიტაცეს ყალბი სტატია და ყველა პლატფორმაზე განათავსეს.
„The New York Times-ი აქვეყნებს შეკვეთილ, დეზინფორმაციულ სტატიას საქართველოს შესახებ, რომელშიც რუსი ავტორი, ივან ნეჩეპურენკო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ჭორებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. დეზინფორმაციის გასამყარებლად რუსი ავტორი წერს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ბევრი ტრაილერი დგას.
რუსი ჟურნალისტის ჭორაობას კოორდინირებულად ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი მედია. მათ მყისვე აიტაცეს ყალბი სტატია და ყველა პლატფორმაზე განათავსეს.
სინამდვილეში, რუსი ჟურნალისტის სტატია სრული სიყალბე და ჭორაობაა. საქართველო მტკიცედ იცავს დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების პირობებს. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო! საბაჟო გამშვები პუნქტები პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან.
სინამდვილეში ეს ყველაფერი არის "ნაცმოძრაობისთვის" დავალებების მიმცემების მიერ კოორდინირებული, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას.
რაც შეეხება რუს ჟურნალისტს, ივან ნეჩეპურენკოს, ეს ადამიანი ცნობილია ყალბი დაკვეთილი სტატიების გავრცელებით. ზუსტად ერთი წლის წინ მან გაავრცელა დეზინფორმაციული, შეკვეთილი სტატია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე.
2016 წელს ნეჩეპურენკოს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რაც დასტურდება მისივე ინსტაგრამის გვერდიდან. ის აქვეყნებს ფოტოს, რომელიც აფხაზეთში ყოფნის დროს გადაიღო.
გარდა ამისა, ღიად აფიქსირებს კრემლისადმი ლოიალურ განწყობას. ის საჯაროდ აღნიშნავს День Победы-ს წითელ მოედანზე“, - ნათქვამია Facebook-ის გვერდზე.