"ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდაპარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და წარმატებებს ვუსურვებთ არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული", - განაცხადა გიორგი კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო