რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილს - თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ!

და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ! - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის დაგმობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის “ტვიტს”.

ამასთა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს „ტვიტერზე“ საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადება შეახსენა იმასთან დაკავშირებით, რომ „მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს“.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს „მკაცრად“ დაგმო უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ „სასტიკი თავდასხმა“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში