ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება.

აღდგენილია გაზმომარაგება, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, დარჩენილია ინდივიდუალური დაზიანებები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები პრობლემის მოგვარების მიზნით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია ხეები, სახურავის გარეშეა დარჩენილი კერძო სახლები, კორპუსები და სხვა შენობები.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს, ამას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.

,,ქარმა სერიოზული ზიანი მიაყენა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. ძირითადად დაზიანებულია კერძო სახლები. ამ ეტაპზე 270 დაზარალებული ოჯახის განცხადებაა შემოსული. კიდევ ითვლის სპეციალური კომისია. ორშაბათიდან დაიწყებენ ყველა ოჯახში შესვლას. მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისად, სახელმწიფოდან იქნება შესაბამისი დახმარება გაწეული", - განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს