ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, უსაფრთხოების მიზნით, ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოუწიათ

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი ნიკა გურინი აცხადებს, რომ ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოუწიათ.

როგორც ნიკა გურინი განმარტავს, ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან „ჩამოყვანილებმა“ პიკეტირება მოაწყეს და უსაფრთხოების მიზნთ, ლექცია გაუქმდა.

„ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში”,- წერს ის სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო