საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა - 14 ათასამდე მიწის ნაკვეთზე კი რუსეთის 11 ათასამდე მოქალაქის საკუთრებაა დარეგისტრირებული

2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, 4 390 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 01.01.2022-09.09.2022 წწ. პერიოდისთვის, 4 390 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება.

2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 13 850 მიწის ნაკვეთზე (მონაცემი მოიცავს მიწის ნაკვეთებს როგორც შენობა-ნაგებობით, ისე მის გარეშე) რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის უფლება რეგისტრირებულია 15 164 შენობა-ნაგებობის ერთეულ ობიექტზე, საიდანაც 13 262 წარმოადგენს საცხოვრებელ ბინა/ერთეულს, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება. რაც შეეხება კომერციული ფართის რაოდენობას - 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი/პასპორტის ნომრით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელს, 2 701 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 2 366 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, 2021 წელს კი 4 332 უძრავ ნივთზე - 3 739 მოქალაქის საკუთრების უფლება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან