მედიასაშუალებების წარმომადგენლების ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გამოცხადებას დაკავებულებისა და მათი ახლობლების ხმაური მოჰყვა

2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გამოცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაკავებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ასევე, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს - პროკურორებს, ისე ჟურნალისტებს, მათ შორის მსჯავრდებულების ნათესავებმა ვიდეოკამერების დაზიანებაც სცადეს.

სიტუაციის განმუხტვაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლის 137-ე მუხლით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა, თუმცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებასაც ედავებოდნენ.

სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ითხოვდა პროკურატურა ილიკო თვალიაშვილის ჩვენებისა და საქმეში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სასჯელის დამძიმებას.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად.

რამდენიმე პირს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა