ილია ვერძაძე - ტყუილითა და „ფეიკით“ შედეგის მიღება, სულ უფრო რთული და შეუძლებელია, მით უმეტეს როცა საუბარია ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, როგორიც ირაკლი კობახიძეა

ვეღარ გაიგო პოლიტიკაში ყოფნის ზოგიერთმა მსურველმა, რომ ტყუილითა და "ფეიკით" შედეგის მიღება სულ უფრო რთული და შეუძლებელია. 21-ე საუკუნისთვის ეს მეთოდები მიუღებელი და სამარცხვინოა, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

ბიძინა ივანიშვილზე რაც რამ ნეგატიურია ნათქვამი, ყველაფერი რადიკალი ოპოზიციონერებისა და მათი სატელიტების მიერ არის შეთხზული და ფაქტებით არ დასტურდება. ვისაც არ უნდა ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერა (მაშინაც კი, როცა ის იქ არ არის), ნათლად დაინახავს, რომ რაც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა 2012 -ში, იმას ასრულებს „ქართული ოცნება“ დღემდე.

პირდაპირ და წრფელად უნდა ვუყუროთ მოვლენებს, ვადევნოთ თვალი ქმედებებს და არ ვეძებოთ გზები მათი გაშავებისა და ირიბ სარკეში წარმოჩენისთვის. ითქვა ევროკავშირია ჩვენი გზა და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, შედეგად მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და ურწმუნოთათვის კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო ვექტორის დაფიქსირება.

ითქვა ეკონომიკური ზრდა და უკვე 7 000-იან ზღვარს გადავაბიჯეთ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით.

სასამართლოს გაძლიერებულად უტევენ, სტატისტიკა კი ამბობს, რომ საგრძნობლად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი.

ზოგი გიული ალასანიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადაფარვას ცდილობს (რუსეთის ზრახვებთან დაკავშირებით), ზოგი კვლავაც ქვეყნის არევასა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერაზე ფიქრს ვერ ელევა. აქედანაა ამდენი დემაგოგია: თითქოს კურსიდან გადახვევა, პირობების არშესრულება, როცა ის ნაწილი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, შესრულებულია.

ხალხი ხედავს მშვიდობას და სტაბილურ გარემოს, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. სწორედ ეს იყო სიუჟეტის მთავარი აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე არის ძლიერი პოლიტიკოსი. მისი განათლება, პატიოსნება და პრინციპულობა რომ მოსვენებას არ მისცემდა ოპოზიციის დიდ ნაწილს, ეს ჩვენ მანამდეც ვიცოდით, ვიდრე ის პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა. ასე რომ, ცივი წყალი ყველას, ვინც ღელავს!

ტყუილითა და "ფეიკით" შედეგის მიღება, სულ უფრო რთული და შეუძლებელია, მით უმეტეს როცა საუბარია ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, როგორიც ირაკლი კობახიძეა“, - აცხადებს ილია ვერძაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო