გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია დაიწყო.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სამუშაოები ქუჩის აღმოსავლეთით არსებულ ტროტუარზე (ჭავჭავაძის გამზირიდან 26 მაისის სანაპირომდე) ჩატარდება.

“რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა. ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ანტისანიტარიის გამო მერიას რამდენჯერმე მიმართეს და პროექტი მათი მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება.

მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, ბაზალტის ბორდიურები, სანიაღვრეებზე ცხაურები, მოაჯირები და სარდაფებში ჩასასვლელების გადახურვა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის ფართობი 1 600 კვადრატული მეტრი, სიგრძე კი 435 მეტრია. პროექტის ღირებულება 378 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთს წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩასტარებია და გარევაჭრობის შედეგად, ტროტუარი დაზიანებული და დანაგვიანებული იყო, ასევე უსახური დახლები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდა.

გარემოვაჭრეებს, ვინც ამ ტერიტორიაზე ეწეოდნენ საქმიანობას, გორში არსებულ ბაზრებზე ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ შეღავათებით ისარგებლონ და ივაჭრონ სიმბოლურ ფასად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა