გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლებში მოსახლეობას ხვდება

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლებში მოსახლეობას ხვდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაიწყო.

მათი ცნობით, შეხვედრებზე განსახორციელებელ პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. „პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. შერჩევის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება