პაველ ჰერჩინსკი - ევროპული კომისია და ევროკავშირის ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს პროგრესს - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ამ პროცესში დავეხმაროთ, ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს

ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს წლის ბოლოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პარლამენტში შეხვედრებისას სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ევროკავშირის 12 პრიორიტეტის განხორციელების, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან და პრინციპებთან დაახლოების საკითხი განიხილა.

„ნება მომეცით, ყველა ქართველსა და ქართულ ოჯახს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო - ძალიან წარმატებული, ბედნიერი ახალი წელი არა მხოლოდ საქართველოსა და ქართული ოჯახებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ვიმედოვნებ, 2023 ძალიან კარგი, წარმატებული წელი იქნება არა მხოლოდ ყველა ქართველისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

დღეს მე ძალიან დატვირთული დღე მქონდა საქართველოს პარლამენტში. შევხვდი რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს. აღსანიშნავია, რომ ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა მექნება. შეხვედრები ევროინტეგრაციის კომიტეტით დავიწყე. შევხვდი საგარეო ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს. ჩვენ განვიხილეთ ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოები და უფრო ზოგადად, საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან, პრინციპებთან დაახლოება განვიხილეთ, რადგან ამ წლის დასასრულს, ჯერ ევროპული კომისია და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებასთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ამ პროცესში დავეხმაროთ. ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს წლის ბოლოს, დადებითი შედეგი ნიშნავს საქართველოს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირში წევრობისკენ, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ჩვენ არა მხოლოდ ვიმედოვნებთ, არამედ მზად ვართ დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ყველა სამუშაო პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა