ანრი ოხანაშვილი - ბერძენიშვილი პროვოკაციული განცხადებებით იყო გამორჩეული - საზოგადოებას აქვს სრული უფლება მის პროვოკაციულ და მძიმე განცხადებებზე დამოკიდებულება გამოხატოს

2022 წლის განმავლობაში ბატონი ბერძენიშვილი პროვოკაციული განცხადებებით იყო გამორჩეული - რა თქმა უნდა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს მოთმენადი უნდა იყოს და ხალხს იმის უფლება არა აქვს, ამის გამო რაიმე უკანონო ქმედება განახორციელოს, თუმცა საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მის ამ პროვოკაციულ და ძალიან მძიმე განცხადებებზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის შეფასებით, "არავის მიეცა უფლება იმისა, რომ ამ პირთან მიმართებაში რაიმე უკანონო ქმედება ჩაედინა".

"რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, არსებობს თუ არა მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის, ამას პასუხს უწყებები გასცემენ. მე რაც სხვადასხვა ეთერში ვნახე, იყო ის, რომ პოლიცია იცავდა წესრიგს იმისთვის, რომ ვინმეს უფლება არ შეელახათ. თუ ვინმეს დამატებითი კითხვები აქვს და რაიმეს შეზღუდვასთან დაკავშირებით ლეგიტიმურობის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს, ამას პასუხს კონკრეტული უწყება გასცემს. ფაქტია, რომ არავის მიეცა უფლება იმისა, რომ ამ პირთან მიმართებაში რაიმე უკანონო ქმედება განეხორციელებინა. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან კონკრეტული პირის განცხადება როგორც არ უნდა მოგწონდეს, ვინმეს არ აძლევს უფლებას, რომ სხვა პირის უფლებაში ჩაერიოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რა ტენდენციაზე მიუთითებს ყვარლის ინციდენტი და ვალდებული იყო თუ არა პოლიცია, რომ ბერძენიშვილის ახალგაზრდებთან დაგეგმილი შეხვედრა და ლექციის გამართვა უზრუნველეყო, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ არა აქვს ინფორმაცია, თუ რა ლექცია იგეგმებოდა.

"არ ვიცი, რა ლექცია იგეგმებოდა, იყო თუ არა ლექცია. გასარკვევია, რა ღონისძიება იყო. გასარკვევია, რა კომუნიკაცია იყო ბერძენიშვილსა და პოლიციას შორის, რა შესთავაზეს. არის ბევრი ნიუანსი, რაც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის", - დასძინა ანრი ოხანაშვილმა.

15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. ბერძენიშვილი ახალგაზრდებს "ევროკლუბში" უნდა შეხვედროდა, თუმცა მას "ალტ-ინფოს" წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო