პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალაზე“  - რაც სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადეს, საგანგაშოა - სავალალო შედეგი რომ დადგეს, რუსეთს უკეთებენ ალიბს: „ჩვენ კი არ გავაკეთეთ, არამედ დასავლეთმა“

ძალიან მჭექარე განცხადებას აკეთებენ. ჩხრიალა გველივით არის, კუდს დაგანახებს, რომ ჩხრიალებს, ამ დროს თავი უნდა გაძვრეს და გადარჩეს, თავი „ქართული ოცნებაა“. ესენი [ხალხის ძალა] კუდები არიან ,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომ სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, სავალალო შედეგი, რომ დადგეს, წინასწარ პრევენციას აკეთებენ.

„მარტო ჩხრიალისთვის არ ხდება ეს პროცესი. ამ ჯგუფის შექმნას და მათ განცხადებებს 3 მიზანი აქვს: ერთი, ანტიდასავლური განწყობის გაღვივება და კონსპირაციული თეორიები. მეორე მიზანია, ყურადღების მიქცევა. მჭექარე განცხადებებით ყურადღება გადავიტანოთ მათზე და მათ ვეპასუხოთ. მესამე, ეს ხალხი მართლა რუსული გზავნილებით არის დაკავებული.

სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც განაცხადეს საგანგაშოა. ისინი ხომ წინასწარ ამზადებენ ნიადაგს. დღესაც ვესაუბრე ექიმებს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ნამდვილად მოწამლულია, როგორც დასტურდება. ამიტომ, სავალალო შედეგი რომ დადგეს, წინასწარ პრევენციას აკეთებენ. რუსეთს უკეთებენ ალიბს - „ჩვენ კი არ გავაკეთეთ, არამედ დასავლეთმა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე შეაფასა, „ხალხის ძალის“ განცხადება, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

მისი შეფასებით, თუ ამხელა შეთქმულების თეორია მზადდება, რომ ვიღაც აპირებს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოუკლას, „ამაზე კარგი რა არის?! გაუშვი. რატომ არ უშვებენ?“.

„ყველაზე კარგი იქნება, თუ გურამ მაჭარაშვილმა ეს სქემა გაშიფრა, მივიდეს „ქართულ ოცნებასთან“ და უთხრას: ასეთი რამ მზადდება, ამით ავიცილებთ მეორე ფრონტის გახსნას.

კითხვა უნდა შევუბრუნო: რატომ არ უშვებ, გურამ მიხეილ სააკაშვილს, მეორე ფრონტის გახსნა გინდა? - სულ მაინტერესებდა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ვის უნდოდა, აღმოვაჩინე, რომ, თურმე გურამ მაჭარაშვილს უნდა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, „ხალხის ძალის“ გააქტიურება და დასავლეთის მისამართით მსგავსი „მესიჯებით“ საუბარი, რა თამაშის ნაწილია, მანჯგალაძე პასუხობს, რომ ვერცერთმა პრორუსულმა ძალამ საქართველოში თავის ამოცანა ვერ შეასრულა.

მანჯგალაძის თქმით, მათ „9 კაციანი დაჯგუფება გაუკეთეს, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნება“ პროდასავლურად გამოჩნდეს“.

სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი კვირაში ერთხელ რომ გამოვლენ, ასე არ ხდება პრორუსული ელექტორატის დაპატრონება. ნახევრად გაშიშვლება არ უშველის ამას, ბოლომდე უნდა გაშიშვლდნენ. ნახევრად გაშიშვლებას რუსები ვერ მიხვდებიან, რადგან ვინც პრორუსები არიან, ისინი ბოლომდე შიშვლები არიან და ნათლად ლაპარაკობენ, რომ რუსულ საქმეს აკეთებენ“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა