ფოთში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში, მალთაყვას უბანში, ხანძარი იყო. ცეცხლი ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე უფუნქციოა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
























