ბათუმში „აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ინსტიტუციონალური მოდელის“ პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტიტე აროშიძის ინიციატივით, ბათუმში „აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ინსტიტუციონალური მოდელის“ პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა, სადაც ტრანსპორტის მგეგმარებელმა, კომპანია STS-ის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ბერაძემ და ამავე კომპანიის სამართლებრივმა ექსპერტმა ეკა შანიძემ აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გენერალური სქემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინსტიტუციური მოდელი წარადგინეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემუშავებული დოკუმენტები, მომრავლებული სატრანსპორტო საშუალებების ფონზე, სატრანსპორტო კოლაფსებისა და საცობების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციის გახსნისას ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომ ის რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სისტემის დარეგულირებას უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია, რომლის განვითარებაც, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. ის რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სისტემის დარეგულირებას და მის ერთიან სისტემად ჩამოყალიბებას, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია სამომავლო ნაბიჯებზე.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზენტაციას, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე, ლადო მგალობლიშვილი, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, კომიტეტების, საქართველოს პარლამენტის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ლაშა ნაკაშიძემ შეაჯამა. შეხვედრაზე წარმოდგენილი გენერალური გეგმისა და ინსტიტუციონალური მოდელის სამუშაო ვერსიები ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით გადაიხედება და განახლდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო