ხათუნა სამნიძე - ძალიან ცუდია, როცა პარტიის შიდა პრობლემური საკითხები ასე საჯაროდ განიხილება - ამით მათ შორის „ქართულ ოცნებას" ვაძლევთ საბაბს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ქილიკით ისაუბროს

ძალიან ცუდია, როდესაც პარტიის შიდა პრობლემური საკითხები ასე საჯაროდ განიხილება - ამით მათ შორის "ქართულ ოცნებას" ვაძლევთ საბაბს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ქილიკით ისაუბროს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საჯარო პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებისა და პარტიაში მისი გააქტიურების საკითხს, სამნიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერებმა უნდა გააკეთონ.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, ის ჯერ საჯარო პოლიტიკაში არ ჩანს და საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებია, პოლიტიკოსებს კი, საკუთარი რეაქცია მას შემდეგ ექნებათ, რაც საჯაროდ აქტიური გახდება.

"მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, ის ახლა არის თავისუფალი. რამდენად ჩაერთვება საჯარო პოლიტიკაში, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. მისი აქტიურობა პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მხარდაჭერებმა უნდა შეაფასონ. საჯარო პოლიტიკაში მისი გამოჩენისა და განცხადებების შემდეგ, პოლიტიკოსებს კონკრეტული რეაქცია და შეფასებები გვექნება", - განაცხადა სამნიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია